суббота, 29 октября 2011 г.

1.პროექტის სახელი:ინგლისის მონარქი ქალები
2.პროექტის მოკლე აღწერა:ბავშვები მოიძიებენ ინფორმაციას ინგლისის დედოფლების შესახებ.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები შეისწავლიან ინგლისის დედოფლების ისტორიას.მოიძიებენ ინფორმაციას ისტორიული წყაროებიდან.შეისწავლიან იმდროინდელი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას.შეისწავლიან ელიზაბედ I,ვიქტორიასა და ელიზაბედ II–ის მმართველობის სტილს.ინფორმაციას დაურთავენ ფოტო მასალას.
4.ასაკი:15–16
5.ვადები: 1 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მასალის მოძიება ისტორიული წყაროებიდან და ინტერნეტის საშუალებით.რუკა,ფოტო მასალის დართვა.ჯგუფური მუშაობისას თითოეულ ჯგუფს მიეცემა სხვადასხვა აქტივობები,როგორიცაა:პიროვნული დახასიათება,მათ მიერ გატარებული რეფორმები.რამ მოუპოვა თითოეულ მათგანს პოპულარობა თავიანთ მოღვაწეობის პერიოდში,რა სიმბოლური დახასიათებები მიესადაგება დედოფალ ვიქტორიას მეფობას.დისკუსია–ინგლისის სამი დედოფლიდან ვის რომელი მიაჩნია იდეალურად და რატომ?.
7.მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები სიღრმისეულად შეისწავლიან ინგლისის დედოფლების მოღვაწეობის პერიოდს.
8.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორიის,გეოგრაფიის,ინფორმაციულ–ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ–ჩვევების განვითარება,ჯგუფური მუშაობისა და დისკუსიის უნარ–ჩვევების განვითარება
9.პროექტის ფასილიტატორის სახელი და გვარი:მაკა ქაროსანიძე
10.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:makakarosanidze@gmail.com